weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის საკრებულოს წევრებზე 107 051 ლარი გაიცა, ხარჯები ვერ დაადასტურეს – აუდიტი

14:16 შაბათი, 29 იანვარი 2022

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, 107 051 ლარი გასცა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2019-2020 წლებში საკრებულოს საქმიანობას ეხება. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრებზე გაწეული ხარჯების დასადასტურებლად. 

„თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები. აღნიშნული მიანიშნებს, რომ თანხები დაუსაბუთებლადაა გაცემული, რადგან შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალება და იდენტური ხარჯი“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. 

საკრებულოს არათანამდებობის პირები არიან საკრებულოს წევრები, რომლებიც არ იკავებენ შემდეგ თანამდებობებს: საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, საკრებულოს წევრი, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. მას შეიძლება აუნაზღაურდეს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორებიცაა: საკრებულოსა და კომისიის სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალების შესრულებისათვის საჭირო ხარჯები. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]